ავერსი
რევერსი
შუბლზე — მარჯვნივ ან მარცხნივ მიმართული მწოლიარე ჰერმაფროდიტი ლომის (ხვადის ფაფრითა და ძუს ძუძუებით) გამოსახულება, რომელსაც თავი უკან აქვს მიბრუნებული. ზურგზე — ჩაჭდეულ სწორკუთხედში მოთავსებული მარცხნივ ან მარჯვნივ მიმართული მუხლმოდრეკილი ხარისთავიანი ქალის (აშკარად შეიმჩნევა მკერდის მოხაზულობა) ფიგურა. მსოფლიოში რამდენიმე ასეთი მონეტაა ცნობილი, რომლებიც დაცულია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში, ქუთაისის მუზეუმში, ერმიტაჟის, ბრიტანეთის, ბერლინისა და ბოსტონისა მუზეუმებში.
კომენტარები (0)
კომენტარები არ არის